„ბიოენტექის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ით ეფექტურია
„ბიოენტექის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ით ეფექტურია.
როგორც უღურ შაჰინი აცხადებს, მათ უკვე ჩაატარეს კვლევა, რომლის წინასწარი შედეგების მიხედვითაც, „ფაიზერის“ ვაქცინა „კოვიდ-19“-ის ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს, თუმცა ამ შემთხვევაში ორგანიზმში 20-25%-ით ნაკლებ ანტისხეულები წარმოიქმნება.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ვაქცინა ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ითაა ეფექტური“, – განაცხადა შაჰინმა.
მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, „კოვიდ-19“-ის ე.წ. ინდური შტამი უფრო სწრაფად და იოლად გადამდებია და ამის გამო შეშფოთებას იწვევს, თუმცა მათივე განცხადებით, კვლევების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ევროპაში ჩატანილი ვაქცინები ამ შტამის წინააღმდეგ ეფექტურია.