ბილ კლინტონი - მონიკა ლევინსკისთან დაშვებული შეცდომის გამო, დღემდე სინანულით ვცხოვრობ
ამერიკის შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა ძალადობისა და სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალების კამპანიას #MeToo (#მეც) მხარდაჭერა გამოუცხადა.
კლინტონი ნიუ-იორკში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მონიკა ლევინსკის ბოდიში მოუხადა.
1997 წელს კლინტონი თეთრი სახლის თანამშრომელ მონიკა ლევინსკისთან სექსუალურ კავშირში დაადანაშაულეს.
„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუხადო ბოდიში ჩემს ოჯახს, მონიკა ლევინსკის და მთელ ამერიკელ ხალხს, თეთრი სახლის თითოეულ თანამშრომელს იმ შეცდომის გამო, რაც ჩავიდინე. მე დღემდე ამ სინანულით ვცხოვრობ“, – განაცხადა ბილ კლინტონმა.