ბილ კლინტონი - რუსეთს შევთავაზე არა მარტო სპეციალური პარტნიორობა ნატო-სთან, არამედ ალიანსში საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივა
ბილ კლინტონი - რუსეთს შევთავაზე არა მარტო სპეციალური პარტნიორობა ნატო-სთან, არამედ ალიანსში საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივა

რუსეთს შევთავაზე არა მარტო სპეციალური პარტნიორობა ნატო-სთან, არამედ ალიანსში საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა, სიენენთან ინტერვიუში განაცხადა.

კლინტონის თქმით, ნატო-ს გაფართოებამ აღმოსავლეთ ევროპაში რეგიონში კრიზისი აიცილა თავიდან. როგორც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, პუტინი არ მალავდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა დიდი ტრაგედია იყო.

ბილ კლინტონის განცხადებით, აშშ და ნატო არასდროს აპირებდნენ რუსეთს დამუქრებოდნენ და რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ჰქონდათ უფლება, ეცხოვრათ უსაფრთხოდ.

„მე შევთავაზე რუსეთს არა მხოლოდ სპეციალური პარტნიორობა ნატო-სთან, არამედ ნატო-ში საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივა, იმის მტკიცებით, რომ ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე დიდი პრობლემები მომავალში არასახელმწიფო აქტორებისგან წამოვიდოდა, ან ავტორიტარული სახელმწიფოებიდან, რომლებიც ყიდიან ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ შესაძლებლობებს ტერორისტულ ჯგუფებზე. და ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. შევხედე ელცინს და ვკითხე: მართლა გგონიათ, რომ მე გამოვიყენებ პოლონეთის საჰაერო ბაზას რუსეთის დასაბომბად? რაზეც მან მიპასუხა: არა, მაგრამ რუსეთის ევროპულ ნაწილში ბევრ მოხუც ქალს სჯერა ამის, რადგან მათი ისტორიული მეხსიერება მოიცავს ჰიტლერის მოგონებებს, ხოლო მათი ბებია-ბაბუების – ნაპოლეონის“, – აღნიშნა ბილ კლინტონმა.