ბილ კლინტონმა მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონია​ში მონაწილეობისთვის სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა
ბილ კლინტონმა მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონია​ში მონაწილეობისთვის სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონია​ში მონაწილეობისთვის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა.

სალომე ზურაბიშვილი მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში დაესწრო, რომელზეც ბილ კლინტონი სიტყვით გამოვიდა.

ბილ კლინტონმა სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა და გაიხსენა, რომ მადლენ ოლბრაიტს სჯეროდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკის მაღალი მორალური პრინციპებისა.

„საქართველოს პრეზიდენტი დღეს აქ არის, რისთვისაც მე ძალიან მადლიერი ვარ“, – განაცხადა ბილ კლინტონმა.