ბილ კლინტონი – ძალადობას აშშ-ში ადგილი არ აქვს, განსაკუთრებით ჩვენს პოლიტიკურ პროცესში, მე და ჰილარი მადლობელი ვართ, რომ პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის
ძალადობას აშშ-ში ადგილი არ აქვს, განსაკუთრებით ჩვენს პოლიტიკურ პროცესში, მე და ჰილარი მადლობელი ვართ, რომ პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი სოციალურ ქსელში წერს.
„ვწუხვარ ყველას გამო, ვინც დაზარალდა პენსილვანიის დღევანდელ მიტინგზე თავდასხმის შედეგად და მადლობელი ვართ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სწრაფი მოქმედებისთვის“,- აღნიშნავს ბილ კლინტონი.
ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ოფიციალური პირების ინფორმაციით, პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე ისროლა, განეიტრალებულია.
Violence has no place in America, especially in our political process. Hillary and I are thankful that President Trump is safe, heartbroken for all those affected by the attack at today’s rally in Pennsylvania, and grateful for the swift action of the U.S. Secret Service.
— Bill Clinton (@BillClinton) July 14, 2024