ბილ კლინტონი - ძალადობას აშშ-ში ადგილი არ აქვს, განსაკუთრებით ჩვენს პოლიტიკურ პროცესში, მე და ჰილარი მადლობელი ვართ, რომ პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის
ძალადობას აშშ-ში ადგილი არ აქვს, განსაკუთრებით ჩვენს პოლიტიკურ პროცესში, მე და ჰილარი მადლობელი ვართ, რომ პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი სოციალურ ქსელში წერს.
„ვწუხვარ ყველას გამო, ვინც დაზარალდა პენსილვანიის დღევანდელ მიტინგზე თავდასხმის შედეგად და მადლობელი ვართ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სწრაფი მოქმედებისთვის“,- აღნიშნავს ბილ კლინტონი.
ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ოფიციალური პირების ინფორმაციით, პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე ისროლა, განეიტრალებულია.