ბილ და მელინდა გეითსების ფონდი ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 10 მილიონ დოლარს გამოყოფს
ბილ და მელინდა გეითსების ფონდი კორონავირუსის ახალი ტიპის წინააღმდეგ საბრძოლველად 10 მილიონ დოლარს გამოყოფს.
როგორც ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანხის ნახევარი ჩინეთისთვის არის განკუთვნილი. გეითსების ფონდი უკვე თანამშრომლობს რამდენიმე ჩინურ ორგანიზაციასთან. თანხა დაიხარჯება დაავადების გამოვლენის ღონისძიებებზე, მკურნალობის მეთოდებისა და ვაქცინის შემუშავებაზე.
დანარჩენი ხუთი მილიონი განკუთვნილია აფრიკული კავშირის სახელმწიფოებში დაავადების პრევენციაზე მომუშავე ცენტრებისთვის. ფული დაიხარჯება აფრიკულ ქვეყნებში, სავარაუდოდ, ინფიცირებულების გამოკვლევებზე, ლაბორატორიულ კვლევებზე, ასევე პაციენტების მკურნალობასა და მათ იზოლაციაზე.