მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ბილ გეითსი გლობალური კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ პროექტებში 2 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს 
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ბილ გეითსი გლობალური კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ პროექტებში 2 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს 

კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეითსი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს ისეთ სტარტაპებსა და პროექტებში, რომლებიც მიმართული იქნება გლობალური კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ.

გეითსი თვლის, რომ ყველა სახელმწიფომ კლიმატის დაცვისთვის ხარჯები, სულ მცირე 5-ჯერ მაინც უნდა გაზარდოს.

„ჩვენ ფიზიკური ეკონომიკა ისეთი ტემპით უნდა შევცვალოთ, როგორც არასდროს“, – განაცხადა გეითსმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში.

ბილ გეითსს მიაჩნია, რომ კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებთან შედარებით, „კოვიდ-19“-ის დასრულება უმარტივესია ამოცანაა. ის აღნიშნავს, რომ მსოფლიო ვერ იტყვის უარს ატომურ ენერგიაზე, რადგან ალტერნატიული წყაროები, როგორიცაა მზე და ქარი, საკმარისი არ არის, რათა ელექტროენერგიაზე გლობალური მოთხოვნა დააკმაყოფილოს, თუმცა კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი დიდ იმედს ამყარებს ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის გაფილტვრის ტექნოლოგიაზე.