ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთვის კიდევ 70 მილიონი დოლარი გამოყო

13:56, 12.11.2020

ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთვის კიდევ 70 მილიონი დოლარი გადარიცხა.

როგორც ფონდში განაცხადეს, მათ იმედი აქვთ, რომ ვაქცინის შესაქმნელად ძალისხმევასა და ფინანსებს არც სხვა დონორები დაიშურებენ.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ტესტები, წამლები და ვაქცინა ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება, მიუხედავად იმისა, მსოფლიოს რომელ ნაწილში ცხოვრობ“, – განაცხადა მელინდა გეითსმა.

მსგავსი