ბილ გეიტსმა ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარების ფაქტორად კორონავირუსის ვაქცინის გავრცელება დაასახელა
ბილ გეიტსმა ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარების ფაქტორად კორონავირუსის ვაქცინის გავრცელება დაასახელა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გავრცელების პროცესი ზაფხულში ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ჩატარების ფაქტორი უნდა გახდეს. ასეთი აზრი გამოთქვა სააგენტო Kyodo-სთვის მიცემულ ინტერვიუში კორპორაცია Microsoft-ის დამაარსებელმა ბილ გეიტსმა.

გეიტსმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ექნება უახლოესი ორი-სამი თვის განმავლობაში იაფი ვაქცინის მასობრივი დისტრიბუციის პროგრესს. ამ პროცესის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ზაფხულის თამაშების გამართვა.

გეიტსი და მისი ცოლი მელინდა სათავეში უდგანან საქველმოქმედო ფონდს, რომელსაც დაახლოებით 50 მილიარდი დოლარი გააჩნია. ორგანიზაციის მუშაობის ძირითად მიმართულებებს შორისაა სახიფათო დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა განვითარებად ქვეყნებში, ჯანდაცვის სფეროში პროექტები და განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფონდის მიერ გამოყოფილი იყო მილიონობით დოლარი კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად და ღარიბი მოსახლეობის დასახმარებლად, რომელიც ყველაზე მეტად დაუცველია პანდემიის პირობებში.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება.