„ბიბისი“ - სუდანის დედაქალაქიდან მოსახლეობა გაქცევას საკუთარი ძალებით ცდილობს
„ბიბისი“ - სუდანის დედაქალაქიდან მოსახლეობა გაქცევას საკუთარი ძალებით ცდილობს

სუდანის დედაქალაქიდან მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს გაქცევას.

როგორც „ბიბისი“ წერს, ხართუმში საკვების, წყლისა და მედიკამენტების დეფიციტია.

სუდანში ხუთი დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით,  დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 2 000-ს აღემატება.

დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდნენ 24 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა ჯერჯერობით ცეცხლი არცერთ მხარეს არ შეუწყვეტია.

შეტაკებები გასამხედროებული დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ქვეყნის არმიაში გაერთიანების საკითხზე არსებული უთანხმოების გამო დაიწყო.