„ბიბისი“ რეზო გაბრიაძის შესახებ წერს - გარდაიცვალა მარიონეტების ლეგენდარული ქართველი მმართველი
გარდაიცვალა მარიონეტების ლეგენდარული ქართველი მმართველი, – ასე ეხმაურება ბრიტანული ტელეკომპანია „ბიბისის“ ინტერნეტგამოცემა რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას.
„ბიბისი“ წერს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გაბრიაძე ცნობილი იყო მარიონეტული თეატრის სპექტაკლებით, როგორიცაა „სტალინგრადის ბრძოლა“.
ბრიტანული გამოცემის მიხედვით, რეზო გაბრიაძემ ასევე დაწერა საბჭოთა კავშირის რამდენიმე ყველაზე პოპულარული ფილმის სცენარი, რომელთა შორისაა „მიმინო“ და „ქინ ძა ძა“.
„2002 წელს, „სტალინგრადის ბრძოლის“ ლონდონში წარდგენისას, მან „ბიბისის“ განუცხადა, რომ საბჭოთა პერიოდში ის ხშირად ასოცირდებოდა დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოსთან“, რადგან საკუთარ თავს ხედავდა როგორც ტოტალიტარული სახელმწიფოს უდაბნოს კუნძულზე მსოფლიო კულტურისგან მიტოვებულად. მისი თქმით, რობინზონ კრუზომ წვერი გაიპარსა და საქართველოსა და დანარჩენი ყოფილი საბჭოთა კავშირის ხელოვნება „მსოფლიოს უერთდებოდა“, – წერს „ბიბისი“.
მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.