„ბიბისი“ - მალტის მთავრობა მოსახლოებას რესტორნებისა და სასტუმროების 100 ევროს ღირებულების ვაუჩერს დაურიგებს
მალტის მთავრობა მოსახლოებას რესტორნებისა და სასტუმროების 100 ევროს ღირებულების ვაუჩერს დაურიგებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ვაუჩერების გამოყენება მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ბარებში, სასტუმროებსა და რესტორნებში შეეძლებათ. ამ პროექტის მიზანი ქვეყნის ეკონომიკის ხელახლა ამუშავებაა.
მალტის მთავრობის ინიციატივით, 16 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს ხუთი 20-ევროიანი ვაუჩერი დაურიგდება. აქედან ოთხი, მოქალაქეებმა რესტორნებსა და სასტუმროებში უნდა გამოიყენონ. ამასთან, მალტაში ტურიზმის სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებს სექტემბრის ბოლომდე მთავრობისგან თვეში 800 ევრო დაერიცხებათ.
ტურიზმის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის მშპ-ის დაახლოებით 25 პროცენტს შეადგენს. „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო ტურიზმი მალტაში მარტის შუა რიცხვებიდან შეჩერებულია.