„ბიბისი“ - ინგლისის ქალაქ საუთპორტში ბავშვებზე თავდასხმის შემდეგ დაწყებული არეულობების დროს 39 პოლიციელი დაშავდა
„ბიბისი“ - ინგლისის ქალაქ საუთპორტში ბავშვებზე თავდასხმის შემდეგ დაწყებული არეულობების დროს 39 პოლიციელი დაშავდა

ინგლისის ქალაქ საუთპორტში ბავშვებზე თავდასხმის შემდეგ დაწყებული არეულობების დროს 39 პოლიციელი დაშავდა. 27 მათგანი ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

არეულობის მონაწილეებმა ადგილობრივ მეჩეთს ქვები ესროლეს, ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებსა და ნაგვის ურნებს, დაარბიეს ერთ-ერთი მაღაზია.

პოლიციის ინფორმაციით, არეულობაში რადიკალური ნაციონალისტური ორგანიზაციის, „ინგლისის თავდაცვის ლიგის“ მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.

საუთპორტში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქში ორშაბათს მომხდარი თავდასხმისას მოკლული ბავშვების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ცეკვის სკოლაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა, ხოლო ცხრა დაშავდა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი 17 წლის ბიჭი დააკავეს. პოლიციის განცხადებით, ტერორიზმთან რაიმე კავშირი აღმოჩენილი არ არის.

პოლიციაში აცხადებენ, რომ არეულობა პროვოცირებული იყო სოციალურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციით, რომელიც ბავშვებზე თავდასხმას ისლამიზმთან აკავშირებდა. მანამდე შინაგან საქმეთა მდივანმა, ივით კუპერმა თავდასხმასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ ისაუბრა.