„ბიბისი“ - ანგლიკანურმა ეკლესიამ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი არ დაუჭირა
„ბიბისი“ - ანგლიკანურმა ეკლესიამ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი არ დაუჭირა

ანგლიკანურმა ეკლესიამ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ხუთწლიანი კონსულტაციისა და დებატების შემდეგ ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსები ეკლესიის პოზიციების შესათანხმებლად შეიკრიბნენ.

ეპისკოპოსების პოზიცია სინოდში მომავალ თვეში განიხილება. შეხვედრაზე დამსწრე რამდენიმე ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ეკლესიის სწავლება იმის შესახებ, რომ წმინდა ქორწინება არის მხოლოდ ერთ მამაკაცსა და ერთ ქალს შორის, არ შეიცვლება და კენჭისყრაზე არ გავა.

„ბიბისი“ წერს, რომ ინგლისსა და უელსში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალურია 2013 წლიდან, მაგრამ როდესაც კანონი შეიცვალა, ეკლესიამ სწავლება არ შეცვალა. 2017 წელს ინგლისის ეკლესიამ დაიწყო გახანგრძლივებული საკონსულტაციო პერიოდი, სახელწოდებით „ცხოვრება სიყვარულსა და რწმენაში.“

გასული წლის ნოემბერში ოქსფორდის ეპისკოპოსი გახდა ინგლისის ეკლესიის ყველაზე მაღალი რანგის ეპისკოპოსი, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი ეკლესიის სწავლების ცვლილებას.

მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენიმე ადამიანი უჭერდა მხარს, ისინი უმცირესობაში დარჩნენ.

როგორც „ბიბისი“ წერს, ერთ-ერთმა ლიბერალმა ეპისკოპოსმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა თქვა, რომ „არსებითი პროგრესი იყო.“