„ბიბისი“ - „ამაზონის“ ხელმძღვანელ ჯეფ ბეზოსის ტელეფონში ჰაკერებმა საუდის არაბეთიდან შეაღწიეს
„ამაზონის“ ხელმძღვანელ ჯეფ ბეზოსის ტელეფონში ჰაკერებმა საუდის არაბეთიდან შეაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, ბეზოსმა კერძო დეტექტივები დაიქირავა, რათა მათ გაერკვიათ, საიდან მოხდა მისი პირადი მიმოწერა პრესაში.
როგორც გამოძიების მონაწილე ერთ-ერთმა პირმა „ბიბისის“ უთხრა, მათ დაადგინეს, რომ ჰაკერები, სავარაუდოდ, საუდის არაბეთიდან იყვნენ. ერ-რიადში ჯერ აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც კერძო დეტექტივი აცხადებს, მათ მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები აშშ-ის ფედერალურ ხელისუფლებას გადაეგზავნა.
„ჩვენმა გამოიძიბამ დაადგინა, რომ ჰაკერებმა საუდის არაბეთიდან შეაღწიეს ჯეფ ბეზოსის ტელეფონში და კონფიდენციალური ინფორმაცია მოიპოვეს“, – აცხადებს „ბიბისისთან“ საუბარში კერძო დეტექტივი გავი დე ბეკერი.
მათვე თქმით, ჰაკერებს სავარაუდოდ აინტერესებდათ ინფორმაცია თურქეთში მოკლული არაბი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის შესახებ. ამ საქმეს აქტიურად აშუქებდა „ვაშინგტონ პოსტი“, რომელსაც ჯეფ ბეზოსის კომპანია ფლობს.