ბერლინში პრეტენდენტთა ტურნირი დაიწყო
ბერლინში პრეტენდენტთა ტურნირი დაიწყო

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში პრეტენდენტთა ტურნირი დაიწყო, რომლის გამარჯვებულიც მიიღებს უფლებას, საჩემპიონო მატჩში ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს დაუპირისპირდეს.

პრეტენდენტთა ტურნირს რვა მონაწილე ჰყავს: შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი), ლევონ არონიანი (სომხეთი), ფაბიანო კარუანა (აშშ), უესლი სო (აშშ), დინ ლიჟენი (ჩინეთი), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი), სერგეი კარიაკინი (რუსეთი), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი).

შაბათს, პირველი ტურის პარტიები გაიმართა:

ლევონ არონიანი (სომხეთი) – დინ ლიჟენი (ჩინეთი) 0,5:0,5
ფაბიანო კარუანა (აშშ) – უესლი სო (აშშ) 1:0
სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) 0:1
ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) 1:0

ტურნირი ორწრიანია და ჯამში 14 ტური ჩატარდება. საპრიზო ფონდი 420 ათას ევროს შეადგენს.