ბერლინის ზოოპარკში ახალშობილ პანდებს შესაძლოა, ჰონგი და კონგი დაარქვან
ბერლინის ზოოპარკში ორი პანდა დაიბადა. ახალშობილი პანდები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცნენ, რაც ერთ-ერთმა ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ მკითხველს სთხოვა, პანდებისთვის სახელი შეერჩიათ.
გამოკითხვის ლიდერი მკითხველის მიერ შერჩეული ვერსია – ჰონგი და კონგი გახდა. მკითხველი მიიჩნევს, რომ პანდებს ჰონგ და კონგ უნდა დაარქვან, რადგან ქალაქი ჰონგ კონგიც ახლა გადარჩენისთვის იბრძვის.
პანდები ორშაბათს დაიბადნენ, მათი დედაა გიგანტური პანდა მენგ მენგი, რომელიც გერმანიაში 2017 წელს, 15-წლიანი შეთანხმებით ჩაიყვანეს. შეთანხმების მიხედვით, მას შემდეგ, რაც ახალშობილები დედის გარეშე შეძლებენ ცხოვრებას, მათ ჩინეთში ჩაიყვანენ.