Berlinale Talents-ზე სამი ქართველი კინემატოგრაფისტი მიიღებს მონაწილეობას
Berlinale Talents-ის მონაწილე წელს სამი ქართველი კინემატოგრაფისტი იქნება.
ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
კინოცენტრის ცნობით, პლატფორმის მონაწილეებს შორის რეჟისორი ანა სარუხანოვა, რეჟისორი, პროდიუსერი რატი წითელაძე და სცენარისტი ნინო ვარსიმაშვილი იქნებიან.
Berlinale Talents ნეთვორქინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ბერლინალეს ინიციატივით ტარდება.
Berlinale Talents კინემატოგრაფისტებს შესაძლებლობას აძლევს დაესწრონ ვორქშოპებს და მასტერკლასებს, მიიღონ მონაწილეობა პანელ დისკუსიებში და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინონ მათი პროექტები.
Berlinale Talents 17-22 თებერვალს ჩატარდება.