ბერძენმა სამართალდამცველებმა ლიბიისკენ მიმავალი გემიდან 100 მილიონი ევროს ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს
ბერძენმა სამართალდამცველებმა ლიბიისკენ მიმავალი გემიდან 100 მილიონი ევროს ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ესპანეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა სირიული დროშის ქვეშ მცურავი გემის შემოწმების შემდეგ ექვს ტონამდე მარიხუანას და სამ მილიონ აბ ამფეტამინს ე.წ. კაპტაგონს მიაგნეს.
როგორც ცნობილია, ნარკოტიკული საშუალებებით დატვირთული გემი სირიის საპორტო ქალაქ ლატაკიიდან ლიბიის ქალაქ ბენღაზისკენ მიემართებოდა, როდესაც ხმელთაშუა ზღვაში ესპანეთის სანაპირო დაცვამ საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულთან ახლოს შეამჩნია.
Reuters-ის ცნობით, ნარკოტიკული საშუალებები გასაყიდად გამზადებული ყავის და სანელებლების საწყობში, იატაკის ქვეშ იყო დამალული.
ოპერაციის ჩატარების შემდეგ გემი სახელად „ნოკა“ საბერძნეთის კუნძულ ჰერაკლიონის პორტთან გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, სირიული გროშის ქვეშ მცურავ გემზე 11 ადამიანი იმყოფებოდა. ბერძენმა სამართალდამცველებმა ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.