ბენიამინ ნეთანიაჰუ - რუსულ თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის მიუხედავად, ისრაელი სირიაში ირანული ობიექტების დაბომბვას გააგრძელებს
რუსულ თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის მიუხედავად, ისრაელი სირიაში ირანული ობიექტების დაბომბვას გააგრძელებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
გამოცემა The Times of Israel-ის ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ ისრაელის მიზანი სირიაში ირანული სამხედრო კომპონენტის გაძლიერების პრევენციაა და სირიაში ირანის ჯარისა და შეიარაღების განთავსების წინააღმდეგ მოქმედებას გააგრძელებს.
18 სექტემბერს ისრაელის ავიაციამ სირიის ლატაკიის პროვინციაში სამხედრო ობიექტები დაბომბა. ავიაიერიშების მოსაგერიებლად ამოქმედებულმა სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, შემთხვევით, რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდო.