დონალდ ტრამპი - მგონია, რომ რუსული თვითმფრინავი სირიამ ჩამოაგდო
დონალდ ტრამპი - მგონია, რომ რუსული თვითმფრინავი სირიამ ჩამოაგდო

დონალდ ტრამპი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას გამოეხმაურა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რუსული თვითმფრინავი სწორედ სირიამ ჩამოაგდო.

„არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით, მგონია, რომ რუსული თვითმფრინავი სირიამ ჩამოაგდო. მესმის, რომ შემთხვევას 14 ადამიანი შეეწირა. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ სირიასა და მთელ რეგიონში „ისლამური სახელმწიფოს“ აღმოსაფხვრელად უზარმაზარი საქმე გავწიეთ. სწორედ ამიტომ ვართ იქ და ძალიან ახლოს ვართ საქმის დასრულებასთან“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტ, ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, 17 სექტემბერს ღამის საათებში, რუსული სადაზვერვო ვერტმფრენი ილ-20 სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.