ბელგოროდის გუბერნატორი აცხადებს, რომ ოლქში ტერიტორიული თავდაცვის რაზმები შექმნეს
ბელგოროდის გუბერნატორი აცხადებს, რომ ოლქში ტერიტორიული თავდაცვის რაზმები შექმნეს

ბელგოროდის ოლქში ტერიტორიული თავდაცვის რაზმები შექმნეს, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს.

ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 3000 ადამიანისგან შემდგარი ტერიტორიული თავდაცვის შვიდი ბატალიონი შეიქმნა.

„ჩვენ ახლა ვეძებთ სამართლებრივ საფუძველს, რათა საჭიროების შემთხვევაში მოვიგერიოთ მტერი. თავდაცვის კუთხით, სწორი იქნება მომზადება, მაგრამ ამასთან ერთად უნდა ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში“,- განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა.

გლადკოვის თქმით, თავდაცვის რაზმებს გასული წლის ნოემბრიდან ამზადებდნენ, თუმცა იარაღი არ ჰქონდათ. იარაღის მიწოდების აუცილებლობა კი დივერსანტების მიერ ქალაქის დარბევის შემდეგ გაჩნდა.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონის ხელისუფლება პარასკევს მიიღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი მცხოვრებლების ქალაქში დაბრუნების საკითხზე.