მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ვერ ადასტურებს, რომ ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი უკრაინის თავდაცვის ძალების თავდასხმა გახდა
მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ვერ ადასტურებს, რომ ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი უკრაინის თავდაცვის ძალების თავდასხმა გახდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ვერ ადასტურებს, რომ ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი უკრაინის თავდაცვის ძალების თავდასხმა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ არკვევენ ინფორმაციას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ჩამოვარდილ „ილ-76“-ის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. ამასთან, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს რაკეტები გადაჰქონდა.