ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლითაც, რუსული მხარის ცნობით, გაცვლის მიზნით, 65 უკრაინელი ტყვე გადაჰყავდათ
ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლითაც, რუსული მხარის ცნობით, გაცვლის მიზნით, 65 უკრაინელი ტყვე გადაჰყავდათ

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „ილ-76“-ის ჩამოვარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. ამასთან, მათივე ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი იმყოფებოდა. უწყების ცნობით, „ილ-76“ ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა გეგმური ფრენის შესრულების დროს განიცადა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილისკენ საგამოძიებო კომისია გაემართა.

ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამ-არხში წერს კოროჩანსკის რაიონში „შემთხვევის შესახებ“ და აღნიშნავს, რომ ადგილზე ამჟამად საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. გლადკოვის თქმით, ის შემთხვევის ადგილისკენ მიემართება.