უკრაინის მიერ ბელგორდზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა
უკრაინის მიერ ბელგორდზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

უკრაინის მიერ რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, დაშავებულია 108 ადამიანი, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ დაზიანდა 22 საცხოვრებელი კორპუსი, დიდი რაოდენობით კომერციული საკუთრება, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები, ასევე, 100-ზე მეტი მანქანა, მათი უმეტესობა დაიწვა.

გლადკოვის თქმით, ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა წაახალისეს უკრაინა „ტერორისტული აქტების“ განსახორციელებლად.