ბელგიის თავდაცვის სამინისტრო Google-ს უჩივის. ამის მიზეზი ამერიკული კორპორაციის კარტოგრაფიულ სერვისში, Google Maps-ში ბელგიის სამხედრო ბაზების აღრიცხვაა.
როგორც ევროპული სახელმწიფოს ოფიციალური პირები აცხადებენ, პროგრამიდან სამხედრო ინფრასტრუქტურის ამოშლის თხოვნით ინტერნეტკორპორაციას უკვე მიმართეს, თუმცა Google-ში ამის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
Google Maps-ში აღრიცხულია ბელგიაში, ლიმბურგის პროვინციაში არსებული კლაინ-ბროგელის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზა, ფლორენის პროვინციაში არსებული ატომური ელექტროსადგური და ანტვერპენის პორტში ნავთობის ობიექტები.
ბელგიის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული ობიექტები Google-ის სერვისიდან უნდა ამოიშალოს.