ბელგიაში, ისრაელის საელჩოსთან პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
ბელგიაში, ისრაელის საელჩოსთან პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ბელგიაში, ისრაელის საელჩოსთან პალესტინის მხარდამჭერთა აქციაზე პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

აქციის მონაწილეები ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს აპროტესტებდნენ.

დემონსტრანტები ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ისრაელისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ როგორც ბელგიის, ასევე ევროკავშირის მხრიდან.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა დემონსტრანტები მათ მოწოდებას არ დაემორჩილნენ. პოლიციამ მათ დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ერთ-ერთ მომიტინგეს პოლიციელის ხელკეტი მოხვდა და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პირია დაკავებული.