ბელგიის თავდაცვის სამინისტრო Google-ს უჩივის
ბელგიის თავდაცვის სამინისტრო Google-ს უჩივის

ბელგიის თავდაცვის სამინისტრო Google-ს უჩივის. ამის მიზეზი ამერიკული კორპორაციის კარტოგრაფიულ სერვისში, Google Maps-ში ბელგიის სამხედრო ბაზების აღრიცხვაა.

როგორც ევროპული სახელმწიფოს ოფიციალური პირები აცხადებენ, პროგრამიდან სამხედრო ინფრასტრუქტურის ამოშლის თხოვნით ინტერნეტკორპორაციას უკვე მიმართეს, თუმცა Google-ში ამის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

Google Maps-ში აღრიცხულია ბელგიაში, ლიმბურგის პროვინციაში არსებული კლაინ-ბროგელის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზა, ფლორენის პროვინციაში არსებული ატომური ელექტროსადგური და ანტვერპენის პორტში ნავთობის ობიექტები.

ბელგიის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული ობიექტები Google-ის სერვისიდან უნდა ამოიშალოს.