ბელგიაში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა
ბელგიაში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ნგრევის მიზეზი გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქება გახდა.
პოლიციის განცხადების მიხედვით, რომელიც Twitter-ის საშუალებით გამოქვეყნდა, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
აფეთქება ქალაქის ცენტრში მოხდა. ერთი შენობა სრულად ჩამოინგრა, კიდევ ორმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. პოლიციამ მალევე განაცხადა, რომ აფეთქება ტერორიზმთან კავშირში არ იყო.