პოპულარული ბელგიელი მწერალი ერიკ ემანუელ შმიტი თბილისში ჩამოვიდა.
მწერალი საქართველოში ერთი დღე დარჩება და გამომცემლობის წარმომადგენლებს, ასევე საქართველოში საფრანგეთის ელჩსა და ფრანკოფონებს შეხვდება.
ეროვნული ბიბლიოთეკის საპრესკონფერენციო დარბაზში 30 ნოემბერს 12:00 საათზე მწერალი მედიასთან, ხოლო ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში 19:00 საათზე მკითხველებთან გამართავს შეხვედრას.
მწერალი დრამატურგი და რეჟისორი ერიკ ემანუელ შმიტი რამდენიმე ლიტერატურული და თეატრალური პრემიის მფლობელია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე, ხოლო სპექტაკლები 50-მდე ქვეყანაშია დადგმული.
შმიტმა საქართველოში პოპულარობა მოიპოვა ნაწარმობებით: „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ , „პილატეს სახარება“ „ნოეს შვილი“, „ულისე ბაღდადიდან“ და ა.შ.