კანადამ მარიხუანის ლეგალიზებისკენ ნაბიჯი გადადგა, – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. კანადის პარლამენტის სენატმა მხარი დაუჭირა რეკრეაციის მიზნით მარიხუანის ლეგალიზებას.
შესაბამის კანონპროექტს 56 სენატორმა დაუჭირა მხარი, წინაღმდეგ 30-მა მისცა ხმა. სენატში განხილვისას კანონმდებლებმა დოკუმენტში შესწორებები შეიტანეს, რომლებსაც პარლამენტი ქვედა პალატამ – თემთა პალატამ უნდა უყაროს კენჭი.
დამტკიცების შემთხვევაში, კანადა დიდი შვიდეულის პირველი სახელმწიფო იქნება, სადაც მარიხუანა რეკრეაციის მიზნით ლეგალიზებული იქნება ნაციონალური მასშტაბით.
კანადაში 2001 წლიდან მარიხუანის მომხმარება სამედიცინო მიზნით ლეგალურია. ქვეყანაში ამ მცენარის მოყვანა ფედერალური ლიცენზიის მქონე მწარმოებლებს შეუძლიათ.