„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დღეიდან ამოქმედდება. კოდექსი პირველ ივნისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო სამი თვით გადაიდო. თარიღის გადაწევის მიზეზად შესაბამისი უწყებების სათანადო მომზადება დასახელდა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიიღონ სათანადო კანონქვემდებარე აქტები, პროგრამები და უნდა გაატარონ მთელი რიგი მოსამზადებელი ღონისძიებები. ასევე, ბავშვთან მომუშავე ყველა პირმა (პროფესიონალმა) შესაბამისი მომზადება უნდა გაიაროს.
პარლამენტმა „ბავშვთა კოდექსი“ გასულ წელს მიიღო, რომელიც ბავშთა უფლებების დაცვის მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს.
როგორც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, კოდექსის ამოქმედების შედეგად, პირველი სექტემბრიდან მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდება.