ხუთი სახანძრო ჯგუფი მუშაობს ბათუმთან ახლოს, სოფელ განთიადში. ამ დროისთვის მეხანძრეები უშუალოდ ცეცხლის კერებთან იმყოფებიან და ვარაუდობენ, რომ ხანძრის ლოკალიზებას მალე მოახერხებენ.
დასახლებულ პუნქტს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
ხანძარი ხელვაჩაურში დღეს ერთდროულად სამ ადგილზე, განთიადში, ახალშენსა და ერგეში გაჩნდა. სამი სოფელში ცეცხლი ეკალბარდს მოედო.
მოსახლეობა ძირითადად ტერიტორიის საყანე ნაკვეთებისთვის გამოყენებას ცდილობს და გაზაფხულის წინ მსგავს ტერიტორიებზე ხანძრის გაჩენის ფაქტები ხშირია, თუმცა მიზეზებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების შედეგად დაადგენს.