ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსიდან მაშველებს მოქალაქეები გამოჰყავთ
ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსიდან მაშველებს მოქალაქეები გამოჰყავთ

ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

მაშველებს მოქალაქეები ავტოკიბის დახმარებით გამოჰყავთ.

ცოტა ხნის წინ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის კლინიკაში გადაიყვანა.

საცხოვრებელი კორპუსის მიშენება ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.