ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია იმართება

19:27, 15.05.2024

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია დღესაც განახლდა.

„არა რუსულ კანონს“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

აქციაში ოთხი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობენ. ისინი პროტესტის ნიშნად ბოიკოტს უცხადებენ სასწავლო პროცესს. აქციას ლექტორთა ნაწილიც შეუერთდა.

სტუდენტები დღესაც გეგმავენ საპროტესტო მსვლელობას ბათუმის ქუჩებში.

მსგავსი