ბათუმში, ზღვაში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმში, ზღვაში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმის სანაპიროზე, პორტის მიმდებარედ, ზღვაში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი სანაპიროდან დაახლოებით 700 მეტრის მოშორებით აღმოაჩინეს.

დილიდან ადგილზე მობილიზებული იყვნენ მყვინთავები, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სხვა ბრიგადები.

შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.