ბათუმში ძლიერი აფეთქების ხმა იყო. წინასწარი ინფორმაციით, ზღვაში, სანაპიროდან დაახლოებით 30 მეტრში უცნობი საგანი აფეთქდა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს შეიძლება, წყალქვეშა ნაღმი იყოს. დეტალები ჯერ უცნობია.
ადგილზე შსს-ს შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, მობილიზებული არიან მაშველებიც.