ბათუმში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა
კარვის გაშლა კონსტიტუციური უფლებაა, სოლიდარობა სარალიძეს და მაჩალიკაშვილს, – ამ სახელწოდებით ბათუმში საპროტესტო ქცია გაიმართა.
აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამართეს და გუშინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე სიმბოლურად ერთი კარავიც გაშალეს.
„საჭიროა ხელისუფლებამ გაიგონოს ხმა არა მარტო თბილისიდან, არამედ საქართველოს ყველა რეგიონიდან. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ უსამართლობა ყველას ერთნაირად გვტკივა საქართველოს ყველა წერტილში“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აჭარის კოორდინატორმა მალხაზ ჭკადუამ.