ბათუმში ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციის განახლება 19:00 საათისთვის იგეგმება
ბათუმში ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციის განახლება 19:00 საათისთვის იგეგმება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია, რომელიც ბათუში გაიმართა, უკვე დასრულდა, თუმცა 1 ივნისს, 19:00 საათზე განახლდება.

„არავინ ჩათვალოს, რომ დავიშალეთ, ხვალისთვის უფრო მოვემზადებით, ტექნიკურადაც არ ვიყავით მზად და 19:00 საათზე ისევ შევიკრიბებით უფრო ბევრნი“,  – განაცხადა პირველ არხთან აქციის  ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანრი გოგოლიშვილმა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი 19:00 საათიანი შეკრებისთვის სოციალურ ქსელში აქტიურ კამპანიას გეგმავენ.