ბათუმში შტორმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლის დასუფთავება დილის 06:00 საათზე დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, პარალელურად, ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხი იწმინდება.
ბათუმის სანაპიროზე ძლიერი შტორმის გამო წყალმა ნაგავი და ქვა-ღორღი გამორიყა. ხიმშიაშვილის ქუჩისა და ახალი ბულვარის გასწვრივ სანაპირო მთლიანად დანაგვიანდა.