ბათუმში შტორმის შედეგად დანაგვიანებულ ბულვარს ასუფთავებენ

08:36, 20.01.2018

ბათუმში შტორმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლის დასუფთავება დილის 06:00 საათზე დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პარალელურად, ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხი იწმინდება.

ბათუმის სანაპიროზე ძლიერი შტორმის გამო წყალმა ნაგავი და ქვა-ღორღი გამორიყა. ხიმშიაშვილის ქუჩისა და ახალი ბულვარის გასწვრივ სანაპირო მთლიანად დანაგვიანდა.

მსგავსი