მედიის ცნობით, სამხრეთ ინდოეთში მოსალოდნელი ციკლონური შტორმის გამო დახურულია სკოლები და ოფისები, შეჩერებულია ფრენები, ასევე განხორციელდა ევაკუაცია სანაპირო ზონებიდან
მედიის ცნობით, სამხრეთ ინდოეთში მოსალოდნელი ციკლონური შტორმის გამო დახურულია სკოლები და ოფისები, შეჩერებულია ფრენები, ასევე განხორციელდა ევაკუაცია სანაპირო ზონებიდან

სამხრეთ ინდოეთის ნაწილი ძლიერი ნალექის გამო დაიტბორა. ამასთან, ხელისუფლებამ მოსალოდნელი ძლიერი ციკლონური შტორმის გამო დახურა სკოლები და ოფისები, შეაჩერა ფრენები და განახორციელა ევაკუაცია. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ქვეყნის მეტეოროლოგიური ოფისი შტორმის დაწყებას მომდევნო 24 საათის განმავლობაში პროგნოზირებს.

ანდჰრა-პრადეშში ხელისუფლებამ რვა სანაპირო რაიონიდან თითქმის 7 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

ამასთან, ძლიერი წვიმის გამო ორი საათის განმავლობაში ფუნქციონირება შეაჩერა ჩენაის აეროპორტმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტში რამდენიმე ფრენა გაუქმდა ან გადამისამართდა სხვა ქალაქებში.