ბათუმში შინდისის გმირები გაიხსენეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ შინდისის გმირების სახელობის სკვერი ყვავილებით შეამკო. ტრადიციულად, ყოველ წელს დაღუპული 17 ჯარისკაცის პატივსაცემად სკვერში 17 ხე ირგვება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკვერს 17 ნერგი წელსაც შემატეს.
შინდისის გმირების სახელობის სკვერი 2016 წელს გაიხსნა.
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.