ბათუმში, სასტუმროში ხანძრისას სამი ადამიანი დაიღუპა
ბათუმში, სასტუმროში ხანძრისას სამი ადამიანი დაიღუპა

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განუცხადა.

ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

სასტუმროდან სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა რამდენიმე დაშავებულიც გაიყვანეს.

სასტუმროში სამ პირთან კავშირი ვერ მყარდებოდა. თვითმხილველების განცხადებით, ​სპაცენტრში, სადაც დაახლოებით, ორი საათის წინ ხანძარი გაჩნდა, 50 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან სამმა დარეკა, რომ საპირფარეშოდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, მოგვიანებით კი, მათთან კავშირი გაწყდა.

სპაცენტრში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, „მის საქართველოს“ კონკურსანტებიც იმყოფებოდნენ.