ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ადგილზე მობილზებულია სახანძროები.
ხანძრის გაჩენისას სახლში ერთი პირი იმყოფებოდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. განადგურდა სახლის ნაწილი და სახურავი.
„ამ დროისთვის, ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. გამოძახებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე იყო სახანძრო ბრიგადები. განადგურდა დაახლოებით 50 კვადრატი, ზუსტი ფართობი დგინდება. დაშავებული არავინაა“, – განაცხადა პირველ არხთან აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თოიძემ.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცველები იკვლევენ.