ბათუმში, ლერმონტობის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 70 კვ/მ ფართობი.
ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
მეპატრონეების განცხადებით, ბარაკული ტიპის სახლი გაქირავებული ჰქონდათ და მათთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.