ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ხანძარია
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ხანძარია

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის 80 ნომერში ხანძარია.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მთლიანად დაიწვა ბარაკული ტიპის სახლი.

ხანძრის დროს სახლში მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც მცირე დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების შეფასებით, პაციენტს მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნება.

როგორც მეპატრონეები აცხადებენ, სახლი გაქირავებული ჰქონდათ. მათი თქმით, შემთხვევის დროს თავად არ იმყოფებოდნენ ადგილზე და მათთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ადგილზე ხუთი სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.