ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ქსოვილების მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. შედეგად მაღაზიის ნაწილი დაიწვა.
ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდვირებულია, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცავები მუშაობდნენ.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ხანძრის გამო გორგილაძის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.