ბათუმში ქსოვილების მაღაზიას ხანძარი გაუჩნდა

14:51, 02.04.2018

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე  ქსოვილების მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. შედეგად მაღაზიის ნაწილი დაიწვა.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდვირებულია, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცავები მუშაობდნენ.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით  უცნობია.

ხანძრის გამო  გორგილაძის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.

მსგავსი